ჩვენ შესახებ

სამშენებლო კომპანია Build Force-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონების პროექტირება, მშენებლობა და რემონტი. ჩვენ მზად ვართ დამკვეთს შევთავაზოთ მომსახურების სრული პაკეტი - საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული. ჩვენი პრიორიტეტია ადამიანებს შევუქმნათ კომფორტი და ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები იყოს ხარისხიანი.

სამშენებლო კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინერ-მშენებლებით 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით, რაც საშუალებას გვაძლევს მშენებლობა განხორციელდეს დამკვეთის მოლოდინების შესაბამისად და რაც მთავარია, დათქმულ ვადებში.

ჩვენ მშენებლობისას მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბეტონსა და არმატურას ვიყენებთ, შესაბამისად, ჩვენი აშენებული ობიექტები ექსპლუატაციისათვის უსაფრთხოა და აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს. სამშენებლო კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას და იძლევა გარანტიას შესრულებულ სამუშაოებზე.

ჩვენ გთავაზობთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, სადაც ყველა ხარჯი გამჭვირვალეა, ხოლო სამუშაოები გაწერილი. ასევე,  შესაძლებლობა გაქვთ უწყვეტ რეჟიმში ონლაინ ადევნოთ თვალი თქვენს მშენებლობას.

შესაბამისად, თუ გსურთ თქვენი უძრავი ქონება ააშენოს პროფესიონალების გუნდმა, მიიღოთ ხარისხიანი მშენებლობა და დაზოგოთ თქვენი დრო და ენერგია, დაგვიკავშირდით!